ევროპამ ძალის დემონსტრირება უნდა მოახდინოს, ვინაიდან, მხოლოდ ძალას აღიქვამს რუსეთი არგუმენტად. ეს დრო დადგა. დროა, ვიყოთ არა ცალკე, არამედ ერთი მთლიანი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკიმ ევროპარლამენტარებს მიმართა და აღნიშნა, რომ ევროპაში ნებისმიერი განხეთქილებები და შიდა დავები უნდა შეწყდეს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს ახალისებს.
„ევროპამ ძალის დემონსტრირება უნდა მოახდინოს, ვინაიდან, მხოლოდ ძალას აღიქვამს რუსეთი არგუმენტად. ეს დრო დადგა. დროა, ვიყოთ არა ცალკე, არამედ ერთი მთლიანი. უკრაინამ საკუთარი მაგალითით უჩვენა, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ჩვენ ქვეყანაში 24 თებერვლიდან მაქსიმალური ერთიანობაა, ყველა მუშაობს ერთი შედეგისთვის – ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის. ამის დამსახურებით შესაძლებელი გახდა ის, რასაც მსოფლიო არ ელოდა: უკრაინამ რუსეთის არმია შეაჩერა – მისი კი ყველას ეშინოდა, ხომ გახსოვთ? – და შეძლო თავისი დაპყრობილი ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება. მეტი ერთიანობა – ეს არის ამ სიძლიერის ფუნდამენტი. და ბოლოს, უნდა შეწყდეს ნებისმიერი განხეთქილებები ევროპაში, შიდა დავები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ახალისებს რუსეთს, რომ მეტად განახორციელოს თქვენზე ზეწოლა“ , – განაცხადა ზელენსკიმ.