ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროპარლამენტისთვის უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პრიორიტეტულია.
მისი თქმით, უკრაინამ ელვის სისწრაფით გასცა კითხვარს პასუხები და ევროკავშირმაც სწრაფადვე უნდა უპასუხოს.
„ჩვენთვის, როგორც ვთქვით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის რჩება პრიორიტეტად. სხვა შემთხვევაში რა იქნება ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ამ ქვეყნების ხალხს. ამიტომ, ველოდებით ევროკომისიის შეხედულებას“, – განაცხადა მეცოლამ.