დონეცკის ოლქში დაბომბვის შედეგად ამიაკმა გაჟონა
დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში დაბომბვის შედეგად ამიაკის გაჟონვა მოხდა.
ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, პაველ კირილენკომ განაცხადა.
„ბახმუტის რაიონში საომარი მოქმედებების შედეგად, “ტოლიატი-ოდესის” ამიაკის მილსადენის დაზიანდა. ეს განშტოება 2014 წლიდან არ გამოიყენება, სარქველები დაკეტილია, მაგრამ ამიაკი მოედინება. ამიაკის ღრუბელი სოფელ მაისკოედან ბახმუტისკენ მიემართება“, – თქვა მან.
მისი თქმით, დაზარალებულ რაიონებს შორის შესაძლოა, აღმოჩნდნენ ბახმუტი, გლადოსოვო, დაჩა, მიკოლაევკა ვტორაია, ოდრადივკა და ოპიტნოე.
“ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას უსაფრთხოების აუცილებელი ზომების შესახებ აცნობა. მაშველები უკვე მზად არიან ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად. დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება“, – განაცხადა კირილენკომ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge