ოკუპანტებმა მიკოლაევი დაბომბეს, 20-ზე მეტი სახლია დანგრეული (ფოტო)

რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევი დაბომბეს.

მიკოლაევის მერის, ალექსანდრე სენკევიჩის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად, ქალაქის ერთ რაიონში 21 სახლია დანგრეული.

ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა და ფაქტის ამსახველი ფოტოებიც გაავრცელა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, ერთი დაშავებულის შესახებ არის ცნობილი.

“ქალაქში საარტილერიო დაბომბვის საფრთხეა გამოცხადებული. ყველას ვთხოვ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ!”, – დაწერა მან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები