Reuters: აშშ არ გადასცემს უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც რუსეთის სამიზნეების განადგურება შეუძლიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ აპირებს, უკრაინას მიაწოდოს სარაკეტო სისტემები, რომლებსაც რუსეთის სამიზნეების განადგურება შეუძლიათ.

ამის შესახებ Reuters წერს.

ამასთან, სააგენტოს შეერთებული შტატების პირველი პირის ზუსტი ციტატა არ მოჰყავს.

მანამდე, ამერიკული მედია წერდა, რომ თეთრმა სახლმა უკრაინაში შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნა დაამტკიცა და რომ ოფიციალური განცხადება მიმდინარე კვირას გაკეთდება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები