შოლცი: გერმანია რუსული ენერგომატარებლებისგან დამოუკიდებლობისკენ მაღალი ტემპით მიიწევს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყანა რუსული ენერგომატარებლებისგან დამოუკიდებლობისკენ “ძალიან მაღალი ტემპით და დიდი აქტიურობით” მიიწევს.

ამის შესახებ კანცლერმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

„გერმანიამ ამ სიტუაციისთვის მზადება ძალიან ადრე დაიწყო. უკვე დეკემბერში დავიწყე მოლაპარაკებები შესაბამის სამინისტროებსა და დეპარტამენტებთან იმის შესახებ, თუ რა მოხდებოდა ესკალაციის შემთხვევაში და რა შედეგები მოჰყვებოდა ენერგომომარაგებას. ამიტომ, ჩვენ კარგად მოვემზადეთ და ყველა ზომა მივიღეთ. წინ უკიდურესად მაღალი ტემპით და დიდი აქტიურობით მივიწევთ“, – განაცხადა შოლცმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გერმანია რუსეთიდან ნახშირის იმპორტის შეწყვეტას შემოდგომისთვის აპირებს, ასევე, წლის ბოლომდე რუსული ნავთობისგან “დამოუკიდებელი გახდება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები