რიგების გამო, დუბლინის აეროპორტში რეისზე ათასზე მეტმა ადამიანმა დააგვიანა

დუბლინის აეროპორტში ათასზე მეტმა მგზავრმა, რიგების გამო, საკუთარ რეისზე მოხვედრა ვერ შეძლო.

ამის შესახებ BBC წერს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ რეგისტრაციას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ, აეროპორტში კი “სრული განუკითხაობა” იყო.

შეფერხების მიზეზი აეროდრომის პერსონალის ნაკლებობაა, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წელს, პანდემიის გამო შეამცირეს. 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, აეროპორტის ათასამდე თანამშრომელი ნებაყოფლობით დაითხოვეს.

გარდა ამისა, სამსახურების დატოვება მოუწიათ აეროპორტების ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომლებიც უსაფრთხოების შემოწმებებზე არიან პასუხისმგებელი.

დუბლინის აეროპორტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კევინ კალინაინმა განაცხადა, რომ მგზავრებს, რომლებმაც რეისებზე დააგვიანეს, ბილეთების ღირებულებას აუნაზღაურებენ.

მან ასევე პირობა დადო, რომ ივლისიდან სამსახურში აეროპორტის 370 თანამშრომელი დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები