ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივი შესაძლებლობების ათვისების შესახებ ისრაელის სახელმწიფოს პრემიერმინისტრი, ნაფტალი ბენეტი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
როგორც ნაფტალი ბენეტი აღნიშნავს, მეგობრული და ნაყოფიერი საუბარი შედგა ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივი შესაძლებლობების ათვისების შესახებ.
“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა დღეს იერუსალიმში საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გვეწვია. მეგობრული და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივი შესაძლებლობების ათვისების შესახებ”, – აღნიშნავს ისრაელის სახელმწიფოს პრემიერმინისტრი.
It was great meeting the Prime Minister of Georgia @GharibashviliGe in Jerusalem today on the occasion of 30 years of diplomatic relations between Israel and Georgia.
We had a friendly and productive discussion on the joint opportunities between our countries. 🇮🇱🤝🇬🇪 pic.twitter.com/H5vdrLLqvb
— Naftali Bennett בנט (@naftalibennett) May 30, 2022