რუსებმა უკრაინიდან უკვე, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული გაიტანეს

 რუსმა ოკუპანტებმა უკრაინიდან უკვე, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული გაიტანეს.

ამის შესახებ ტელეეთერში ქვეყნის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ტარას ვისოცკიმ განაცხადა.

„დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე საცავებიდან, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეულია მოპარული. ეს ეხება ყველა დროებით ოკუპირებულ რეგიონს – ხერსონს, ზაპოროჟიეს, ლუგანსკს, დონეცკს. მარცვლეული იგზავნება ან რუსეთის ტერიტორიაზე, უპირველეს ყოვლისა, ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკის რეგიონებიდან ან ყირიმის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიაზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, არსებობს მაღალი რისკი იმის, რომ ოკუპანტები ახალ მოსავალსაც მოიპარავენ, რომელიც უკრაინელმა ფერმერებმა 2021 წლის შემოდგომაზე დათესეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები