ერევანში, მთავრობის ადმინისტრაციასთან არეულობისას ოთხი ადამიანი დაშავდა
ერევანში “წინააღმდეგობის” მოძრაობის აქცია დილიდან განახლდა.
აქციის მონაწილეები, ამჯერად, მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ, სადაც პოლიციელებთან შეხლა-შემოხლა მოხდა.
რამდენიმე ადამიანი დაკავებულია, 4 დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
როგორც ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, შუშან დანიელიანმა განაცხადა, დაშავებულთა მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილური, ამჟამად – მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მისი თქმით, დაშავებულთაგან ორი სამართალდამცველია.