„საკმაოდ რეალისტურია, რომ საგარეო ვალის მაჩვენებელი პანდემიამდელი პერიოდისას დაუახლოვდეს, როცა ის 40 %-ის ფარგლებში იყო“ – ცუცქირიძე

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, საკმაოდ რეალისტურია, რომ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით საგარეო ვალის პროგნოზი არათუ 45 %-ზე იყოს, არამედ პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელს დაუახლოვდეს კიდეც, როცა ქვეყანას საგარეო ვალი 40 %-ის ფარგლებში ჰქონდა. ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ლარის კურსის დასტაბილურება, მისი გამყარება საგარეო ვალის მაჩვენებელზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება.

„საინტერესოა საგარეო ვალის საკითხი. მოგეხსენებათ, რომ პანდემიის პერიოდში შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლებიდან და გაზრდილი ხარჯებიდან გამომდინარე მთავრობას ძალიან დიდი რაოდენობის ვალის აღება მოუწია. ჩვენ საგარეო ვალი 61 %-მდე გვქონდა, შემდეგ პროგნოზი 53 % იყო და ახალი პროგნოზით, საერთოდ, შეიძლება, 45% -იც იყოს. ეს საკმაოდ რეალისტურია. ვალს დოლარში ვიღებთ, რეალურად, მშპ-ის ლარში ვანგარიშობთ, ანუ საგარეო ვალის კოეფიციენტს მთლიან შიდა პროდუქტთან. რეალურად, ლარის კურსის დასტაბილურება, მისი გამყარება საგარეო ვალის მაჩვენებელზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება. მეორე ფაქტორია ეკონომიკური ზრდაა. ჩვენ ამ წელსაც საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება:  საშუალოდ 6,5- 7 %. ეს ორი ფაქტორი ვალის პროცენტულ შემცირებაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება. საკმაოდ რეალისტურია, რომ ვალი არათუ 45 %-ზე იყოს, არამედ პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელს დაუახლოვდეს კიდეც, როცა საგარეო ვალი 40 %-ის ფარგლებში გვქონდა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები