“საბანკო სისტემის მონიტორინგი ხორციელდება საერთაშორისო დონეზე და ჩვენი ყველა კომერციული ბანკი მკაცრად იცავს ამ სანქციებს, რომ არანაირი ხვრელი არ დარჩეს” – ვლადიმერ პაპავა

“საბანკო სისტემის მონიტორინგი ხორციელდება საერთაშორისო დონეზე და ჩვენი ყველა კომერციული ბანკი მკაცრად იცავს ამ სანქციებს, რომ არანაირი ხვრელი არ დარჩეს”, – ამის შესახებ აკადემიკოსმა, ვლადიმერ პაპავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ნახსენებ შავ ფულს – თუ ჩვენი ბანკები ამას იცავენ, ისინი ვერანაირად ვერ შემოვლენ, თუ არ იქნება ჩემოდნებით, კონტრაბანდით შემოტანილი ფული.

როდესაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში და შემოდიოდნენ რუსეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან მოქალაქეები, მათ მოჰქონდათ თანხები, მაგრამ ერთ წელიწადში მათმა დიდმა ნაწილმა (ვგულისხმობ რუსებს) საქართველო დატოვეს, ამიტომ დღეს ეს ფაქტორი რომ იყოს განმაპირობებელი, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ მოგვცემდა ამ პროგნოზებში ოპტიმისტურ შეფასებებს.

რაც შეეხება ოპოზიციის შეძახილებს, მიმართულია იქითკენ, რომ ხალხს შეექმნას განცდა, რომ რისკები იზრდება და უფრო მეტად მოიცილოს ქართული ლარი, რაც გათვლილია იმაზე, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება გადავიდეს ეკონომიკურ კონტექსტშიც და აისახოს ლარის გაუფასურებაში და ინფლაციის მაღალ დონეში“, – აღნიშნა პაპავამ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები