ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ალტერნატიულ პრემიერმინისტრს, იაირ ლაპიდს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ალტერნატიულ პრემიერმინისტრს, იაირ ლაპიდს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა სამაგალითოა და 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები ამის ნათელი დადასტურებაა.

გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა და იაირ ლაპიდმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებაზე.

ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით ისრაელის სახელმწიფოს ურყევი პოზიცია. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში  – ლაშა ჟვანია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები