ირაკლი ღარიბაშვილი: ისრაელის სახელმწიფოს პრემიერმინისტრ ნაფტალი ბენეტთან კარგი შეხვედრა მქონდა, ჩვენს ორ ქვეყანას შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა საამაყოა

ჩვენი მოძმე ერების საერთო ისტორიაში საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერმინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრისას მხარეები თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაზე შეთანხმდნენ, რათა სრულად იყოს ათვისებული არსებული პოტენციალი.

„ისრაელში ჩემი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დღეს მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერმინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრის პატივი. ჩვენს ორ ქვეყანას შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა საამაყოა ჩვენი მოძმე ერების საერთო ისტორიაში. შევთანხმდით, რომ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ აუთვისებელი პოტენციალის სრული გამოყენების მიზნით”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები