“რუსეთმა საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის გამანადგურებელი დანაკარგი განიცადა” – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ფართომასშტაბიან ომში საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის გამანადგურებელი დანაკარგი განიცადა, რაც ჯარში მორალური სულისკვეთების დაქვეითებას და ცუდ დისციპლინას გამოიწვევს.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ანგარიშშია ნათქვამი.

დაზვერვაში განმარტავენ, რომ ბრიგადისა და ბატალიონის მეთაურებს ფრონტის წინა ხაზზე უშვებენ, რადგან მათ ეკისრებათ უკომპრომისო პასუხისმგებლობა თავიანთი ქვედანაყოფების ქმედებებზე.

გარდა ამისა, უმცროს ოფიცრებს უწევდათ ყველაზე დაბალი დონის ტაქტიკური ოპერაციების მართვა, რადგან არმიაში კარგად გაწვრთნილი და უფლებამოსილი სამხედრო სერჟანტთა კადრების ნაკლებობაა, რომლებიც ანალოგიურ დავალებებს დასავლურ ძალებში ასრულებენ.

აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა თაობის პროფესიონალი ოფიცრების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვამ შესაძლოა, მართვისა და კონტროლის მიდგომის მოდერნიზებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები გააძლიეროს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები