“ოკუპანტები სლავიანსკზე მასშტაბური შეტევისთვის ემზადებიან” – უკრაინის გენშტაბი

რუსი ოკუპანტები იზიუმ-სლავიანსკის, იზიუმ – ბარვენკოვოს მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან, ამჟამად, ჯარის გადაჯგუფება მიმდინარეობს.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის “ფეისბუქის” გვერდზეა ნათქვამი.

აღინიშნება, რომ ქალაქ იზიუმის ჩრდილოეთით მდებარე რაიონში მობილიზებულია საავიაციო ქვედანაყოფები, Ka-52 ვერტმფრენის ესკადრილია. ასევე, დროებით ოკუპირებულ დასახლებებში გადასროლილია 250-ზე მეტი შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა.

ჯარების და აღჭურვილობის გადასროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ოკუპანტებმა ქალაქ კუპიანსკთან სარკინიგზო ხიდი აღადგინეს.

დონეცკის მიმართულებით, აგრესორის ქვედანაყოფები კონცენტრირებულია ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის რეგიონების მიმართულებით.

ინტენსიურად მიმდინარეობს გზების ბლოკირება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები