თბილისის მერიაში მოქალაქეთა მიღების დღე ორშაბათი იქნება
თბილისის მერიაში მოქალაქეთა მიღების დღე ორშაბათი იქნება, რის შესახებაც განკარგულებას ხელს დედაქალაქის ახლად არჩეულმა მერი დავით ნარმანია დღეს მოაწერს. 11 აგვისტოს კი თბილისის მერი თბილისელების პრობლემებს უშვალოდ გაეცნობა. ანალოგიური წესი სხვა გამგეობებსა და საქალაქო სამსახურებშიც ამოქმედდება.
„წინასაარჩევნოდ უბნებში შეხვედრების დროს მოსახლეობამ მთხოვდა, რომ გვქონდა მოქალაქეთა მიღების საათები როგორც მერთან, ასევე გამგებლებთან და სხვა თანამდებობობის პირებთან, რადგან კომუნიკაცია წლების განმავლობაში საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის იყო გაწყვეტილი. ამიტომ ჯერ კიდევ მერიაში მოსვლამდე იურისტების ჯგუფთან ერთა შევიმუშავე წესი. მომდევნო კვირის ორშაბათიდან დაიწყება მოქალაქეთა მიღება. მოქალაქეთა მიღება იქნება ასევე გამგეობებში და შესაბამის საქალაქო სამსახურებში მოდგილეებთან და საკუთრივ მერთან“, – განაცხადა ნარმანიამ.