ლიეტუველმა ჟურნალისტმა უკრაინული ჯარისთვის ბაირაქტარის შესაძენად 5 მილიონი ევრო შეაგროვა

ლიეტუველი ტელეწამყვანი ენდრიუს ტაპინსი პირდაპირ ეთერში უკრაინული ჯარისთვის ბაირაქტარის შესაძენად 5 მილიონი ევროს შეგროვების ინიციატივით გამოვიდა. რამდენიმე დღეში ჟურნალისტმა საჭირო თანხა შეაგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კრაუდფანდინგის კამპანია #bayraktarasUkraina სამი კვირა უნდა გაგრძლებულიყო, მაგრამ სამ დღეში დამთავრდა.

„მხოლოდ 3,5 დღეში ლიეტუვის მოსახლეობამ, უპილოტო საფრენი აპარატის – ბაირაქტარის შესაძენად უკრაინისთვის კრაუდფანდინგის კამპანიის ფარგლებში – 5 მილიონი ევრო შეაგროვა“, – ნათქვამია ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებაში.

„ჩვენ მოშორებით არ დავდგებით და არ დავიწყებთ ყურებას როგორ არ უნდა ძველ ევროპას უკრაინის დახმარება. არა, ლიეტუველები აპირებენ ბაირაქტარების შეძენას უკრაინისთვის. ამ მომენტამდე, ჯერ არცერთ ერს არ მიუღია გადაწყვეტილება შეიძინოს მძიმე საბრძოლო მანქანა სხვა ქვეყნის დასახმარებლად“, – განაცხადა ტელეწამყვანმა თანხების შეგროვების გამოცხადებამდე.

მისი სიტყვები დაადასტურა უკრაინის ელჩმა ლიეტუვაში, პეტრ ბეშტამ.

„ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც ხალხმა ფული ააგროვა რომ რამე ბაირაქტარის მსგავსი შეეძინა. ეს უპრეცედენტოა, ეს დაუჯერებელია“, – განაცხადა ბეშტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები