ბრიტანეთის სანაპიროსთან იახტა აფეთქდა და ჩაიძირა
ბრიტანეთის ქალაქ ტორკის სანაპიროსთან აფეთქებისა და ხანძრის შედეგად იახტა ჩაიძირა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Daily Mail ავრცელებს.
მათი ცნობით, ჩაძირვამდე 6 მილიონი ფუნტის ღირებულების იახტაზე აფეთქება მოხდა.
„ჩვენ ვთვლით, რომ პრობლემები ჰაერის დაბინძურებასთან არ არის, მაგრამ ვაკვირდებით ვითარებას. ვინაიდან იახტა ჩაიძირა, ხოლო ბორტზე დაახლოებით 9 ტონა დიზელის საწვავი იყო, ჩვენ ყურადღებას წყლის დაბინძურების ლიკვიდაციაზე ვამახვილებთ“, – განაცხადა ბრიტანეთის ბუნების დაცვის სააგენტომ.
როგორც ცნობილია, იახტის დასახელებაა – Rendezvous. ერთ-ერთი მოწმე კი ამტკიცებს, რომ ხანძრის გამო, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ ჩააქრეს, ბურჯის ბოლოში რამდენიმე ადამიანი იყო დაბლოკილი. ხანძრის დროს იახტა ნავსადგურიდან მოწყდა.