მცხეთასთან ავტომობილი ჯებირს შეეჯახა – დაიღუპა ერთი ადამიანი

მცხეთასთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ჯებირს შეეჯახა,  შედეგად, მას ცეცხლი გაუჩნდა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულები კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილით კლინიკაში გადაჰყავთ.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები