თბილისში კაცი დაჭრეს – დაწყებულია გამოძიება

თბილისში, გიორგი სააკაძის ქუჩაზე, 41 წლის კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კაცი ფეხის არეშია დაჭრილი.

დაშავებული კლინიკაში თავად მივიდა და თქვა, რომ ქუჩაში უცნობი კაცი თავს დაესხა. დაჭრილს ამ წუთებში სამედიცინო დახმარება უტარდება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 118-ე (ჯანმრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები