ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, – ინფორმაციას სააგენტო TACC ავრცელებს.

შეთანხმება ძალაში შედის რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან და ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში. ის ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში, თუ ამ პერიოდის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე რომელიმე მხარე ოფიციალური არხებით არ აცნობებს მეორეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული წესით შეუძლია მიმართოს ე.წ. რესპუბლიკის ნებისმიერ ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. 14 წლამდე ბავშვები მიიღებენ იგივე მოქალაქეობას, როგორც მათი მშობლები. სანამ ბავშვი 18 წლის ასაკს მიაღწევს, მშობლებს შეეძლებათ მოქალაქეობის არჩევა წერილობითი განცხადების საფუძველზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები