ილია დარჩიაშვილმა ქართული დიასპორის დღესთან დაკავშირებით, დიასპორული ფორუმის მონაწილეებს უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ქართული დიასპორის დღესთან დაკავშირებით, დიასპორული ფორუმის მონაწილეებს უმასპინძლა.

ფორუმის დასკვნით ღონისძიებაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობასა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში დიასპორის როლს და მათი ჩართულობის მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას დიასპორისთვის ცალკეული სახელმწიფო სერვისების გამარტივების შესახებ.

27 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიასპორის ფორუმს – ქართული დიასპორა ევროპული მომავლისთვის” უმასპინძლა. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები