ჯანდაცვის სამინისტრო – სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება არ შემცირებულა, მოეხსნათ მხოლოდ ის ფულადი დანამატი, რომელიც კოვიდპანდემიის დროს გაიცემოდა

გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს სახელფასო ანაზღაურება უმცირდებათ – სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება არ შემცირებულა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს მხოლოდ ის ფულადი დანამატი მოეხსნათ, რომელიც კოვიდპანდემიის დროს გაიცემოდა გაზრდილი გამოძახებებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს სახელფასო ანაზღაურება უმცირდებათ. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება არ შემცირებულა, მათ მოეხსნათ მხოლოდ ის ფულადი დანამატი, რომელიც კოვიდპანდემიის დროს გაიცემოდა გაზრდილი გამოძახებებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით. სასწრაფო დახმარების გამოძახებები კოვიდპანდემიის დადებითი დინამიკის ფონზე, მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, სამინისტრომ დაუშვა გამონაკლისი და აპრილის თვის ფულად დანამატს ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ. ასევე ტელეკომპანია „TV პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სასწრაფო დახმარების ექიმების ხელფასების შემცირების პარალელურად, მხოლოდ მინისტრის და მისი მოადგილის კაბინეტი გარემონტდა რაც ასევე არის სიცრუე და უწყების მიზანმიმართული დისკრედიტაცია. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები მინისტრის, შეხვედრებისა და თანამშრომელთა სამუშაო ოთახებში ჩატარდა. ასევე ეტაპობრივად მიმდინარეობს კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები სამინისტროს სხვადასხვა სართულზე. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროში სარემონტო სამუშაოები ბოლოს ჩატარდა 2011 წელს, შესაბამისად გამოკვეთილი საჭიროებებიდან გამომდინარე, მთელ შენობაში იგეგმება კოსმეტიკური რემონტის ჩატარება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები