ეკა სეფაშვილი: რეალური ეკონომიკური ზრდა, განსაზღვრავს ეროვნული ვალუტის სიმყარეს და ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდას, სწორედ ეს არის ის საზრუნავი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო აკეთებს

„ეკონომიკური ზრდა არის ჩვენი ის მნიშვნელოვანი გზა, რომელიც უფრო მეტად გვაახლოებს ევროკავშირთან და მეტ ევროინტეგრაციას ნიშნავს იმიტომ, რომ ჩვენ უამრავ რეგულაციას და კანონმდებლობას ვხვეწთ, რომელიც როგორც პოლიტიკურად ისე ეკონომიკურად ევროკავშირთან ჩვენს დაახლოებას ეხმარება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.

ეკა სეფაშვილი სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა.

„ცარიელი ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა ავტომატურად იზრდება. მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, თანხვედრილად უნდა იყოს ეკონომიკურ ზრდასთან, რასაც სჭირდება სპეციალური ზომები,  სპეციალური პოლიტიკა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, მდგრადი განვითარება, გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკური განვითარება აუცილებლად ხდებოდეს სოციალური პრობლემების მოგვარების და გარემოზე ზრუნვის თანხვდენილად.

„რეალური ეკონომიკური ზრდა, განსაზღვრავს ეროვნული ვალუტის სიმყარეს და ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდას, სწორედ ეს არის ის საზრუნავი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო აკეთებს. ექსპორტის ზრდა და ინვესტიციების ზრდა არის ის ერთადერთი წამალი, რომელიც დაეხმარება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას კეთილდღეობის ზრდაში და ჩვენს ქვეყანას ეკონომიკის გაჯანსაღებაში. ეს პროცესები სწორედაც, რომ განუხრელად მიმდინარეობს ყოველდღიურად და ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ერთი ჯადოსნური ჯოხის აქნევით ეს ყველაფერი განხორციელდეს, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ ხდება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

მან ასევე, ისაუბრა ექსპორტის ზრდის და დივერსიფიცირების კუთხით, სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობაზე.

„იმის მიუხედავად, რაც ხდება ჩვენს ორ დიდ სავაჭრო პარტნიორს – უკრაინასა და რუსეთს შორის, ექსპორტი ამ პერიოდშიც განუხრელად იზრდება. მიმდინარე ომს, ჩვენს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი დარტყმა უნდა მოეხდინა, მაგრამ ჩვენ ექსპორტის ზრდა მაინც დავაფიქსირეთ. ეს არის ეკონომიკის სიძლიერე“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები