“ბევრი არ უნდა ვიფიქროთ და ჩეხეთში მოსაგებად უნდა წავიდეთ” – მიქაუტაძე
“შემოვედი და გავიტანე გოლი, კარგია, დავეხმარე გუნდს, ყველა ელოდებოდა ამ გოლს”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ.
მან უკრაინის ნაკრებთან ჩატარებული მატჩი შეაფასა.
“რომ ვერ მოვიგეთ არა უშავს, კიდევ გვაქვს შანსები. ახლა ერთი თამაში გვაქვს და ჩეხეთში უნდა წავიდეთ მოსაგებად. სულ ვცდილობ, რომ ჩემს გუნდს დავეხმარო. ჩეხეთთან თამაში რთული იქნება, როგორც ყოველი თამაში – ბევრი არ უნდა ვიფიქროთ და იქ მოსაგებად უნდა წავიდეთ”, – განაცხადა მიქაუტაძემ.