ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო უწყება სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო უწყება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ე.წ. რეფერენდუმი რუსეთის პროვოკაციად შეაფასა.

“ეს სიტყვები სხვა არაფერია, თუ არა საზღვარგარეთელი სპონსორების წინაშე ანტირუსული თემის სტანდარტული შემუშავება“, – განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა “აფხაზ და ოს მოქალაქეებზე” თავდაუსხმელობის ხაზგასმაზე.

„სიმართლეს ჰგავს. საქართველოში მცხოვრები ოსი ეროვნების მოქალაქეები შესაძლოა, არ აღმოჩნდნენ ქართული “ბაირაქთარებით” დაბომბვის ქვეშ. თუმცა, თუ ქალბატონ ზურაბიშვილს მხედველობაში ჰქონდა სამხრეთ ოსეთი ან აფხაზეთი, მაშინ გამოსვლის ტექსტში აშკარა შეცდომაა გაპარული ამ გზავნილის ადრესატის არჩევაში, მით უმეტეს, რომ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ეს კარგად არის ცნობილი“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

მედოევმა ასევე 2008 წლის მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ “2008 წელს სამხრეთ ოსეთზე სააკაშვილის თავდასხმამდე, ერთ-ერთმა ქართველმა სახელმწიფო მოღვაწემ თქვა – “დედას ვფიცავ, ომს არ ვაპირებთო”.

“რას უნდა ველოდოთ ქალბატონი ზურაბიშვილის იმავე განცხადებისგან ამჯერად?“, – განაცხადა მედოევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები