პრეზიდენტი: დღეს ვიხსენებთ ყველას, ვინც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და მოგვიტანა ის დღემდე, ვინც ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება შეინარჩუნა

26 მაისს ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ ყველას, ვინც ამისთვის იბრძოდა და მოგვიტანა ის დღემდე, ვინც ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება შეინარჩუნა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.

„26 მაისს ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ ყველას, ვინც ამისთვის იბრძოდა და მოგვიტანა ის დღემდე, ვინც ჩვენი თვითმყოფადობა და თავისუფლება შეინარჩუნა. მათ სისხლი გაიღეს და თავიანთი სიცოცხლე შესწირეს, რათა ჩვენ ჩვენი სახელით ლაპარაკი, საქართველოს მომავლის არჩევა და ჩვენი ევროპელობის მოთხოვნა შეგვძლებოდა“, – წერს პრეზიდენტი.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები