ენტონი ბლინკენი: ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ – კიდევ ერთხელ ვადასტურებ აშშ-ის განგრძობით ერთგულებას საქართველოსთან პარტნიორობაში მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„ქართველ ხალხს სიღრმისეულად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ღირებულება. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მუდმივი ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა მტკიცე გადაწყვეტილება, იღვწოდეს ევროატლანტიკური მომავლისთვის. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 30 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და აყვავებული მომავლის ასაშენებლად. ჩვენი ქვეყნები ასევე ერთად მუშაობენ გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად.
ამ საზეიმო დღეს ყველგან ქართველებისთვის, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების განგრძობით ერთგულებას საქართველოსთან პარტნიორობაში მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის მილოცვაში.