ვახტანგ მეგრელიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობა“ პარტიის შიგნითაც კი ისეთი დეზორგანიზებულია, რომ პასუხს ვერავის მოსთხოვ
„ნაციონალურ მოძრაობა“ პარტიის შიგნითაც კი ისეთი დეზორგანიზებულია, რომ პასუხს ვერავის მოსთხოვ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ყველაზე შორს არის ევროპისგან არა იმიტომ, რომ ინსტიტუციები ვერ აშენდა, არამედ იმიტომ, რომ მათთან შედარებით საქართველო ღარიბი ქვეყანაა.
„მე ვერ მაგებინებენ რა უნდათ, ან როგორ მოვუგოთ „ქართულ ოცნებას“. მე რომ გავიგებ ხვალ ამას ვიზამთ, ზეგ იმას გავაკეთებთ, მაშინ შემეძლება, რომ მოვიდე და თქვენ აგიხსნათ. სინამდვილეში, უნდა დამთავრდეს დაპირისპირება“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.