ირაკლი კობახიძე: აშშ-ის საელჩოს დუმილი ადასტურებს, რომ ბრალდებები, რასაც ოპოზიცია საელჩოს უყენებდა, ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია იყო

„ოპოზიციამ ამერიკის საელჩო პირდაპირ დაადანაშაულა მოსამართლეზე ზეწოლაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში, დისკრიმინაციასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის საელჩოს დუმილი ადასტურებს, რომ ბრალდებები, რასაც ოპოზიცია საელჩოს უყენებდა, ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია იყო.

„ბრალდება გააჟღერეს მათ (ოპოზიციამ) ამერიკის საელჩოს მიმართ, გაუგონარი რამ გააკეთეს, როდესაც ამერიკის საელჩო პირდაპირ დაადანაშაულეს მოსამართლეზე ზეწოლაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში, დისკრიმინაციასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში. პირდაპირ დაადანაშაულეს ამერიკის საელჩო ამაში. ბუნებრივია, ამას ჩვენი მხრიდან სჭირდებოდა პასუხი, რეაქცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვთხოვეთ ამერიკის საელჩოს, რომ გაევრცელებინა ამის საპირისპირო ინფორმაცია, რასაც ოპოზიცია ავრცელებდა. ჩვენ ისიც გვესმის, რომ ამ განცხადების გაკეთება საელჩოს გაუჭირდებოდა, რადგან უხერხულია ამაზე საუბარი, რომ დისკრიმინაციას არ ვაკეთებ, ბუნებრივია, უხერხულობას შეიცავს ასეთი განცხადება. ჩვენ აბსოლუტურად გვესმის ამერიკის საელჩოსი. პრაქტიკულად უკვე დადასტურდა, რომ ის ბრალდებები, რასაც უყენებდა ამერიკის საელჩოს ოპოზიცია, იყო ცარიელი სპეკულაცია და სრული დემაგოგია. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც დუმილი არის ჩვენს პოზიციაზე თანხმობის ნიშანი. საუბარი იმაზე, რომ დისკრიმინაცია არ ჩამიდენია, რა თქმა უნდა, უხერხულობას შეიცავს, არც ველოდით, რომ აშშ-ის საელჩო გააკეთებდა ასეთ განცხადებას, რომ არ ჩავდივარ დანაშაულს, არ ჩავდივარ დისკრიმინაციას. შესაბამისად, ძალაში დარჩა, რომ ოპოზიცია აბრალებდა ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციას, დანაშაულის ჩადენას და ამ ყველაფერს. საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სიცრუე და ცარიელი პროპაგანდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები