ირაკლი კობახიძე: ღრმად გვწამს, რომ ყველა პარამეტრით წინ ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას, შესაბამისად, ვფიქრობთ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უალტერნატივოა

“საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის უალტერნატივო. ვფიქრობთ, ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას ივნისის ბოლოს მიიღებს”, -ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში, დებატებზე ოპოზიციის მხრიდან ყველაფერთან დაკავშირებით არგუმენტების მოსმენა სურთ.

„ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვართ განწყობილი ამ დებატების მიმართ. გვინდა მოვისმინოთ არგუმენტები, ფაქტები ყველაფერთან დაკავშირებით. თუ ოპოზიციას მიაჩნია,რომ ქართული სახელმწიფო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ამაზე გვინდა მათი მოსაზრება მოვისმინოთ. თუ მიაჩნიათ, რომ არ იმსახურებს, ამაზე გვინდა მათი მოსაზრებები მოვისმინოთ. მნიშვნელოვანია მათგან პოზიციის დაფიქსირება, თუ რას ფიქრობენ. რა იქნება სამართლიანი ევროკავშირის მხრიდან, თითოეულ დეტალთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია მათი არგუმენტების მოსმენა. ჩვენი მხრიდან შესაბამისი კითხვებიც დაისმება, ჩვენი არგუმენტები იქნება წარმოდგენილი.

ღრმად გვწამს, რომ ყველა პარამეტრით წინ ვუსწრებთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. არა მარტო გვწამს, არამედ ეს არის ფაქტები, რომელსაც ადასტურებს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის უალტერნატივო. ვფიქრობთ, ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას ივნისის ბოლოს მიიღებს“,- განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები