შსს 26 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს 26 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ უქმე დღეს – 26 მაისს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთისა და რუსთავის სერვისცენტრები, ასევე, სატელეფონო მომსახურების ცენტრი და სსიპ მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს”, – ნათქვამია განცხადებაში.