სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო პროგრამას იწყებს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი ხვალიდან ექვსთვიან სასწავლო პროგრამას იწყებს, რომლის მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის კვალიფიციური რეჟიმის ოფიცრის მომზადებაა.
ცენტრის ცნობით, პროგრამა უპრეცედენტოა, რომელიც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამის “ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და სხვა დახურულ ინსტიტუციებში” მხარდაჭერით განხორციელდება. პროგრამა “ევროპული ციხის წესების” ერთ-ერთი ავტორის ჟერარ დე იონგის ჩართულობით შემუშავდა.
სასჯელაღსრულების სისტემის პრაქტიკაში პირველი გრძელვადიანი საპილოტე პროგრამის პრეზენტაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელი პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.