რუსეთმა ბრიტანეთის ლორდთა პალატის 154 წევრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის ლორდთა პალატის 154 წევრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

რუსული მედიის ინფორმაციით, როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, სანქცირებულმა პირებმა თავიანთი უფლებამოსილება ბრიტანეთში ანტირუსული განწყობის გასაღვივებლად გამოიყენეს.

„აღნიშნულმა 154-მა ადამიანმა პირდაპირი წვლილი შეიტანა ლონდონის ანტირუსული სანქციების შემუშავებაში, რომელიც მიზნად ისახავს პირობების შექმნას რუსეთის პოლიტიკური იზოლაციისა და მისი ეკონომიკის განადგურების პროცესში“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან ლონდონი რეგულარულად აწესებს ახალ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ. ამრიგად, მარტში ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის 350 ფიზიკური და იურიდიული პირი შავ სიაში შეიყვანა. მათ შორის იყვნენ მთავრობის წევრები, სახელმწიფო დუმის დეპუტატები, ფედერაციის საბჭოს წევრები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები და მრავალი სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები