შალვა პაპუაშვილი: მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს – კი საქართველოს ევროკავშირის გზაზე

მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს – კი საქართველოს ევროკავშირის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში წერს.

„2 669 კითხვა, 3 600 გვერდი, 30 დღე – საქართველოს მიერ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაღებული ღვაწლი, შრომა და ბრძოლა ევროპაში დამსახურებული ადგილისთვის, შედგენილი საქართველოს ათასობით თავდადებული საჯარო მოხელის მიერ. მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს – კი საქართველოს ევროკავშირის გზაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეავსო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები