ნატალია გავრილიცა – ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ჩვენი ერების ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

როგორც გავრილიცა აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა დავოსში, 2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი ერების ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ“, – წერს ნატალია გავრილიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები