არჩილ თალაკვაძე: ევროინტეგრაციის დღის წესრიგის ფარგლებში, საქართველოს თავისის ვალდებულებების 40 %-ზე მეტი შესრულებული აქვს
ევროინტეგრაციის დღის წესრიგის ფარგლებში, საქართველოს თავისის ვალდებულებების 40 %-ზე მეტი შესრულებული აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“ჩვენ შევძელით, დაგვეცვა ადამიანის ღირსება, ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება და ამისთვის შევცვალეთ ვითარება პენიტენციურ სისტემაში.
ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპია, ადამიანის უფლებების დაცვა, სადაც გვაქვს ხელშესახები პროგრესი. რა იყო და როგორია დღეს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, შეგიძლიათ – შეადაროთ. ამის ინდიკატორი გახლავთ მაგალითად სტრასბურგში 60%-ით შემცირებული საჩივრები, ჩვენ შევძელით დიამეტრალურად გაგვეუმჯობესებინა საკუთრების უფლების დაცვა და საკუთრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა ევროპაში.
ჩვენ შევძელით, დაგვეცვა ადამიანის ღირსება, ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება და ამისთვის შევცვალეთ ვითარება პენიტენციურ სისტემაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.