მაია ბუწაშვილი: მაიმუნის ყვავილს არაფერი აქვს საერთო ჩუტყვავილასთან

“მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით დამატებით კიდევ მინდა, განვმარტო, რომ ამ დაავადებას არაფერი აქვს საერთო ჩუტყვავილასთან. ამიტომ ჩუტყვავილას ვაქცინა ამ ვირუსის, წინააღმდეგ ვერ დაიცავს. ეს ორი, სრულიად, სხვადასხვა ჯგუფის ვირუსია”, – ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ლაპარაკია არა ჩუტყვავილას, არამედ ყვავილის ვაქცინაზე, რომელიც 80-იან წლებამდე კეთდებოდა და შემდეგ ყვავილის ერადიკაციასთან დაკავშირებით მისი გამოყენება აღარ ხდება.

ეს გაუგებრობა გამოიწვია ინგლისური ტერმინების – chickenpox (ჩუტყვავილა) და smallpox (ყვავილი) მსგავსებამ”, – წერს ბუწაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები