ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

  ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ თხილის გადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „კვირას“ ზუგდიდის საგანგეო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი შენობის სახურავს მოეკიდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის ლოკალიზება დაახლოებით ერთ საათში მოხერხდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები