ირაკლი ღარიბაშვილი: წელს 152 განაცხადი იყო შესული სტრასბურგში, სააკაშვილის დროს – 3 000, 4 000, იყო შემთხვევები 5 000 განცხადებაც კი შესულა სტრასბურგში, აქ მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობდნენ; დღეს მოქალაქე არ იჩაგრება, შეუძლია, რომ იპოვოს სამართალი სასამართლოში
წელს 152 განაცხადი იყო შესული სტრასბურგში, იმ მოქალაქეების, ინდივიდების, თუ კომპანიების მხრიდან, რომლებმაც გარკვეული პრეტენზიები გამოთქვეს აქ, ადგილზე და არ დააკმაყოფილოთ მათი განაჩენები საქართველოში და მიმართეს სტრასბურგს. სააკაშვილის დროს, დღეს რომ საუბრობენ სასამართლოზე და აკრიტიკებენ, ბედავენ, იყო 3 000, 4 000, იყო შემთხვევები 5 000 განცხადებაც კი შესულა სტრასბურგში. ეს ნიშნავს, რომ აქ მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს მოქალაქე არ იჩაგრება და შეუძლია, რომ იპოვოს სამართალი სასამართლოში.
„მთავარი რაც მინდა გითხრათ, ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს. რეალურად, ეს იყო პროკურატურის დანაყოფი. მე არ მინდა ამ შემთხვევაში დავაკნინო იმ დროინდელი სასამართლო, მაგრამ ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ყველაზე ნათელი ინდიკატორი იმისა, თუ როგორი მართლმსაჯულება არსებობდა ქვეყანაში, არის იმ საქმეების რაოდენობა, რომელიც იგზავნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. შედარებისთვის რომ ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, სრული პასუხისმგებლობით, წელს 152 განაცხადი იყო შესული სტრასბურგში, იმ მოქალაქეების, ინდივიდების, თუ კომპანიების მხრიდან, რომლებმაც გარკვეული პრეტენზიები გამოთქვეს აქ, ადგილზე და არ დააკმაყოფილათ მათი განაჩენები საქართველოში და მიმართეს სტრასბურგს. სააკაშვილის დროს, დღეს რომ საუბრობენ სასამართლოზე და აკრიტიკებენ, ბედავენ, იყო 3 000, 4 000, იყო შემთხვევები 5 000 განცხადებაც კი შესულა სტრასბურგში. ეს ნიშნავს, რომ აქ მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობდნენ. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ დღეს მოქალაქე არ იჩაგრება. მოქალაქეს შეუძლია, რომ იპოვოს სამართალი სასამართლოში. 320 მოსამართლიდან 300-მა მოსამართლემ ერთობლივად, კოლექტიური განცხადება მიიღეს რამდენიმე კვირის თუ თვის წინ, ანუ დააფიქსირეს აბსოლუტური უმრავლესობა მოსამართლეებისა, რომ ისინი ემიჯნებიან ამ ყოველგვარ ზღვარგადასულ ცილისმწამებლურ კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ. სულ რაღაც 17 თუ 18 მოსამართლე, 300 მოსამართლის მოსაზრებას არ ეთანხმება. აქ რაზეა საუბარი, როდესაც ამბობენ, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ა.შ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ 300 მოსამართლეს ვინ მართავს, მთავრობა მართავს, მე ვმართავ, თუ პროკურატურა მართავს. ეს არის აბსურდი, ეს 300 მოსამართლე რომ ავიღოთ, დანიშნული არიან, ზოგი შევარდნაძის დროს, უმეტესობა სააკაშვილის დროს. რეკომენდაცია იყო ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, უცხოელი კოლეგების, პარტნიორების, რომ ჩვენ მოგვეხდინა ამ მოსამართლეების სამუდამო დანიშვნა, ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ” , – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სასამართლოზე, არა თუ მედია არ დაიშვებოდა მიშა სააკაშვილის დროს, არამედ, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო რაიმე სამართლის პოვნა.
„ამიტომ, ეს რეალობა, ეს კონტრასტი, რაც დღეს მივიღეთ, საშინელი პერიოდი იყო და დღეს, რეალურად გვაქვს ქვეყანაში დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები არ ირღვევა, გვაქვს სრული გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, საზოგადოების, თქვენს წინაშე – მედიის წინაშე, ამას, მეგობრებო, სჭირდება დანახვა.
რომ ავიღოთ ევროპის ქვეყნების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების საშუალო რეიტინგები და გამოკითხვის შედეგები, რომ შევადაროთ ჩვენს სისტემას, ჩვენ, არა თუ ამ პარამეტრებში ვსხდებით, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას წინ ვუსწრებთ ყველა მიმართულებით, მართლმსაჯულების, კორუფციის მართვის, თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით, ეკონომიკის თავისუფლების, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სრული პროგრესი ბოლო 8 წლის განმავლობაში”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.