პირველად საქართველოში მთამსვლელებისა და ლაშქრობის მოყვარულებისთვის პროექტი HIGHLANDER-ი განხორციელდება

პირველად საქართველოში მთამსვლელებისა და ლაშქრობის მოყვარულებისთვის პროექტი HIGHLANDER-ი განხორციელდება.

15 ქვეყანა, 30 განსხვავებული ლოკაცია და ათასობით მონაწილე – HIGHLANDER გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური სერიის ღონისძიებებს წარმოადგენს, რომელშიც წელს, პირველად, საქართველოც ჩაერთვება და 25-27 აგვისტოს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტუმრებს სვანეთში, მესტიაში უმასპინძლებს.

პროექტის მიზანია ლაშქრობის, როგორც ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რეგიონში ეკომეგობრული და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების გამართვის ხელშეწყობა.

ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. პროექტის პარტნიორები, აგრეთვე, არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები