რუსეთში აცხადებენ, რომ „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანას რუსული არმია აკონტროლებს

MARIUPOL, UKRAINE - MAY 13, 2022: A panoramic view of the premises of Azovstal Iron and Steel Works. The Russian Armed Forces are carrying out a special military operation in Ukraine in response to requests from the leaders of the Donetsk People's Republic and Lugansk People's Republic for assistance. Nikolai Trishin/TASS Óêðàèíà. Äîíåöêàÿ îáëàñòü. Ìàðèóïîëü. Âèä íà çàâîä "Àçîâñòàëü", ïîâðåæäåííûé â ðåçóëüòàòå îáñòðåëîâ. Â îòâåò íà îáðàùåíèå ðóêîâîäèòåëåé ðåñïóáëèê Äîíáàññà ñ ïðîñüáîé î ïîìîùè Âîîðóæåííûå ñèëû ÐÔ ïðîâîäÿò ñïåöèàëüíóþ âîåííóþ îïåðàöèþ íà Óêðàèíå. Íèêîëàé Òðèøèí/ÒÀÑÑ

რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანას რუსული არმია აკონტროლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, როგორც რუსი სამხედროები აღნიშნავენ, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანა „სრულიად გათავისუფლდა“, ხოლო ბოლო უკრაინელი დამცველები ჩაბარდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „აზოვის“ პოლკის დამცველთა ბოლო, 531-კაციანი ჯგუფი, დანებდა.

„მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორია, სადაც მიმდინარე წლის 21 აპრილიდან „აზოვის“ ნაცისტური ფორმირების უკრაინელი ბოევიკების ჯგუფი იყო ბლოკადაში, მთლიანად გათავისუფლდა“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა, იგორ კონაშენკოვმა.

რუსეთის სამინისტროს განცხადებით, 16 მაისიდან 2 439-მა ნეო-ნაცისტმა აზოვისა და უკრაინის ჯარისკაცმა, რომლებიც ფოლადის ქარხანაში იმყოფებოდნენ, იარაღი დაყარეს და ჩაბარდნენ, 531 ბოევიკისგან შემდგარი ბოლო ჯგუფი კი დღეს ჩაბარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები