ზელენსკიმ, ლოზოვაში კულტურულ ცენტრზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას „აბსოლუტური ბოროტება და სისულელე“ უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის რეგიონში კულტურული ცენტრის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა დაგმო და თავდასხმას, „აბსოლუტური ბოროტება, აბსოლუტური სისულელე“ უწოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ თავის „ტელეგრამის“ არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქ ლოზოვას ახლადგარემონტებულ კულტურის ცენტრს რაკეტები ხვდება.

მისი თქმით, თავდასხმის უკან რუსული ძალები იდგნენ.

„ოკუპანტებმა თავიანთ მტრებად კულტურა, განათლება და კაცობრიობა გამოავლინეს. რა არის იმ ადამიანების თავში, რომლებიც ასეთ სამიზნეებს ირჩევენ?“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის ქალაქ ლოზოვაში, სარაკეტო იერიშის შედეგად 7 ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები