უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის ქალაქ ლოზოვაში, სარაკეტო იერიშის შედეგად 7 ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსული რაკეტის შედეგად განადგურებულია ქალაქის კულტურის სახლი.
ქალაქი ლოზოვა იზიუმიდან სამხრეთ-დასავლეთით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხარკოვის რეგიონში მდებარეობს.