მაია ფანჯიკიძემ დიპკორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძემ ამბასადორიალის ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრები გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ელჩებთან ადგილსამყოფელ ქვეყნებში დიპლომატიური მისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მინისტრსტრი დღეს 27 მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. დიპლომატიური წარმომადგენლობების სხვა ხელმძღვანელებთან შეხვედრები 8 აგვისტოს გაიმართება. ამბასადორიალის ფარგლებში ინდივიდუალური შეხვედრების პრაქტიკა გასულ წელს დაინერგა. მინისტრის ყველა მისიის ხელმძღვანელთან სამუშაო ფორმატში ინდივიდუალურად გადის მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
დღეისათვის საზღვარგარეთ ფუნქციონირებს საქართველოს 63 საელჩო და მისია. 6 გენერალური და 3 დამოუკიდებელი საკონსულო სამსახური.