თეა წულუკიანი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს ეწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახლ-მუზეუმი, რომელიც სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციაა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში მდებარეობს.

„მინისტრმა დაათვალიერა სახლ-მუზეუმი და ადგილზე გაეცნო მისი მუშაობის სპეციფიკას. თეა წულუკიანმა მუზეუმის ხელმძღვანელობისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაართვა მუზეუმმა თავი პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებს და რა გეგმები აქვს სამომავლოდ. მინისტრმა ნიკო ნიკოლაძის უნიკალური ნივთებიც დაათვალიერა და სამინისტროს სახელით მუზეუმს მხარდაჭერა აღუთქვა“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები