„ჩემი ქმარი ბაჩო ახალაიას ხალხმა გაიტაცა“

  გია გორგაძის მეუღლე ბაჩო ახალაიას გარემოცვას ქმრის გატაცებაში ადანაშაულებს. ნატო იჩქიტიძის თქმით, გია გორგაძე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ერთ – ერთ საქმეში მნიშვნელოვანი მოწმეა. საუბარია ნავთლუღში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რომლის დროსაც გორგაძის ძმის ლიკვიდაცია მოხდა. მისივე თქმით, ოჯახმა მეუღლის შესახებ ერთი კვირის განმავლობაში არაფერი იცოდა.
„დავუკავშირდით თბილისში გამომძიებელს, რომელსაც ვთხოვეთ დახმარება ჩემი ქმრის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. გამომძიებელი დახმარებას დამპირდა, რომელიც ნამდვილად დამეხმარა და ჩემი ქმარი უვნებელი და ჯანმრთელი დამიბრუნა. ჩემი ქმარი ბაჩო ახალაიას ხალხის მიერ იყო გატაცებული“,- განაცხადა ნატო იჩქიტიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები