ბექა დავითულიანი: ბიძინა ივანიშვილი არც ოლიგარქია და, მით უმეტეს, არც რუსი; ამიტომ, პოდოლიაკს ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს და ზედმეტად ცხვირს ნუ ყოფს სხვა ქვეყნის საქმეებში

ბიძინა ივანიშვილი არც ოლიგარქია და, მით უმეტეს, არც რუსი, ამიტომ, პოდოლიაკს ურჩევნია – თავის საქმეს მიხედოს და ზედმეტად ცხვირს ნუ ყოფს სხვა ქვეყნის საქმეებში, ზედმეტად ცხვირს ნუ ყოფს იმაში, რაც მას არ ეკითხება და მისი საქმე არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„რუს ოლიგარქებს სანქციებს დაუწესებენ თუ არა, ეს საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს და ვინც ჩათვალა საჭიროდ, უკვე დაუწესა და, ალბათ, მომავალშიც დაუწესებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არც ოლიგარქია და, მით უმეტეს, არც რუსი, ამიტომ, პოდოლიაკს ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს და ზედმეტად ცხვირს ნუ ყოფს სხვა ქვეყნის საქმეებში, ზედმეტად ცხვირს ნუ ყოფს იმაში, რაც მას არ ეკითხება და მისი საქმე არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვუსურვებთ წარმატებას და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ხელთ არსებობს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა, უკრაინის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან განცხადებები არის ძალიან აგრესიული, არამეგობრული და ძალიან უსამართლო, ამიტომ პოდოლიაკს ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს. ჩვენ არ დაგვვიწყებია მათი ლანძღვა, როცა საქართველოში ძებნილი მიხეილ სააკაშვილი და სხვა არაერთი ძებნილი პირი ჰყავდათ თანამდებობებზე, ახლა კეთილი ინებონ, რამენაირად მოთმინება მოიკრიბონ, მათი მდგომარეობა, ემოციური ფონი და ყველაფერი მესმის, მაგრამ იმაზე მეტს ნუ იღებენ თავის თავზე, ვიდრე ეკუთვნით, არ შეიძლება, მათი საქმე არ არის და მათ არავინ ეკითხება”, – განაცხადა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები