სვიატოსლავ პალამარი: მე და სარდლობა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ვართ განლაგებული

„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ ის და მისი ხელმძღვანელობა კვლავ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე რჩებიან.

ამის შესახებ პალამარმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქარხნის ტერიტორიაზე გარკვეული ოპერაცია მიმდინარეობს.

„მე და სარდლობა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ვართ განლაგებული, მიმდინარეობს გარკვეული ოპერაცია, რომლის დეტალებს არ ვამხელ“, – აღნიშნავს სვიატოსლავ პალამარი.

ამასთან, „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ მსოფლიოს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები